ნონა მამულაშვილის განცხადებით, დღეს იურისტებს სააკაშვილთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიცია, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, დღეს იურისტებს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ამიტომ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიცია, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ მამულაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ნომერ პირველი მტერი მიხეილ სააკაშვილი მაქსიმალურად დისკომფორტში ამყოფოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო კვლავ ჩატარებული რუსული სპეცოპერაცია, როდესაც „ქართულმა ოცნებამ” უკვე შეკვეთილი ციფრი უბრალოდ დაწერა და არჩევნები კიდევ ერთხელ მოიპარა. ამიტომ, ჩვენ ვნახეთ, რამხელა დარღვევები იყო და რაზეა ეს ხალხი წამსვლელი იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს”,- განაცხადა მამულაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა