ირაკლი ქადაგიშვილი - ცოტა ხანში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაადგილებები მოხდება - რა სახის ცვლილებები იქნება, ამას ვნახავთ

ოპოზიციამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება ქვეყნის კონსტიტუციური დღის წესრიგის იმის გამო შეცვლა, რომ არჩევნებს აგებ - მიყვნენ კონსტიტუციურ დღის წესრიგს, პოლიტიკური პოზიციები გაიძლიერონ და საზოგადოებასთან უფრო ახლოს მყოფი პოლიტიკური პლატფორმები შექმნან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, არანაირი სიახლე ოპოზიციის მესიჯში არ არის და “პოლიტიკის დამაზიანებელი ნარატივი წელიწადზე მეტია გვესმის“.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს.

„სააკაშვილის ჯანმრთელობა სამედიცინო პერსონალის მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის და პენიტენციური სისტემა იღებს გადაწყვეტილებებს. რა სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს, ეს ექიმების გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაადგილებები მოხდება. რა სახის ცვლილებები იქნება, ამას ახლო მომავალში ვნახავთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა