ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის ცენტრის თანამშრომლის განცხადებით, მოკლული ტაილანდის მოქალაქეა და საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოვიდა

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის ცენტრის თანამშრომლის, მადონა გაჩეჩილაძის განცხადებით, მოკლული ტაილანდის მოქალაქეა და საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოვიდა.

ადგილზე აცხადებენ, რომ მასაჟის ცენტრში მოკლული 38 წლამდე ტრანსგენდერი ქალია.

„თავიდან მოვიდნენ სამნი და წავიდნენ, შემდეგ ერთი დაბრუნდა. როგორც ვიცით, რაღაც მომსახურებაზე უთხრეს უარი და მერე დაბრუნდა ცივი იარაღით. იგი ორი კვირის წინ ტურისტულად ჩამოვიდა და აპირებდა ემუშავა მასაჟისტად“, - განაცხადა მადონა გაჩეჩილაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა