UN WTO-ის გენერალური მდივანი - განსაკუთრებით გამოვყოფ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელთა მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ ტურიზმის ინდუსტრიას აღდგენაში

განსაკუთრებით გამოვყოფ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელთა მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ ტურიზმის ინდუსტრიას აღდგენასა და კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესუსტებაში, აგრეთვე სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, - ასე აფასებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN WTO) გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს მთავრობის ანტიპანდემიურ და ადგილობრივი ტურიზმის მხარდამჭერ პოლიტიკას წერილში, რომელიც მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამოგზავნა.

წერილში დადებითადაა შეფასებული საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობა UN WTO -ის მიერ ორგანიზებულ ტურიზმის მომავლის მსოფლიო სამიტზე, რომელიც 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართა. დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში და ვრცლად ისაუბრა როგორც პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერის საქართველოს გამოცდილებაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ამ მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებზე.

„უაღრესად ღირებული იყო თქვენი დასწრება მინისტრთა დებატებზე ტურიზმის შესახებ ხალხის, პლანეტისა და კეთილდღეობის მომავალის კუთხით და მადლობას გიხდით თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. თქვენმა გზავნილებმა მოწონება ჰპოვეს როგორც ადგილზე მონაწილეთა შორის, ისე ვირტუალური სივრცის მეშვეობით მთელი მსოფლიოდან ჩართულ მონაწილეების მხრიდან. UN WTO -ში ჩვენ გავაგრძელებთ წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საჯარო და კერძო სექტორთან, რათა უზრუნველვყოთ ტურიზმის სექტორის გრძელვადიანი აღდგენა. ეს ღონისძიება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნისკენ, რაც აისახა დოკუმენტში „ბარსელონას მოქმედებისკენ მოწოდება: ტურიზმის ახალი დღის წესრიგისკენ: ხალხისთვის, პლანეტისთვის და კეთილდღეობისთვის", - აღნიშნულია წერილში.

ამასთან, UN WTO -ის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის იმედს იქონიებს ამ დოკუმენტის არსის რეალიზებაში, ტურიზმის ტრანსფორმაციისკენ მიმავალ პროგრესის დაჩქარებაში, ხალხისა და პოლიტიკის შემქმნელების გაძლიერებასა და უკეთესი ტურიზმის ასაშენებლად მომავალი თაობებისთვის.

„მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელოთ ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა მომავალ წლებში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი არსებული კავშირები," - აღნიშნულია UN WTO -ის გენერალური მდივნის წერილში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა