ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო სუსტად არის, ვიდრე იყო გუშინ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სისუსტე გუშინდელთან შედარებით დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა.

ამასთან, როგორც საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან განცხადა, ეს მის ფიზიკურ აქტივობასა და კომუნიკაციის უნარზე აისახება.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო, საერთო სისუსტე, რაც ბუნებრივია შიმშილობის 33-ე დღეს სულაც არ არის გასაკვირი. გასაკვირი, ალბათ უფრო ის არის, რომ მისი მორალური და ფსიქოლოგიური სიმტკიცე მას კიდევ უნარჩუნებს იმის ძალას, რომ თუნდაც ადვოკატებთან შეხვედრაზე მიიღოს მონაწილეობა. კიდევ უფრო სუსტად არის ვიდრე მაგალითად გუშინ და ეს აისახება, როგორც ფიზიკურ აქტიურობაზე, ასევე ზოგადად კომუნიკაციაზე”, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა