ხათუნა სამნიძე - ჩვენ არ ვთვლით, რომ გამოსავალია გვერდზე გადგომა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, ასევე, არ მიგვაჩნია, რომ მანდატების დატოვება სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ჩვენ არ ვთვლით, რომ გამოსავალია გვერდზე გადგომა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, ისევე როგორც არ მიგვაჩნია, რომ მანდატების დატოვება სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

სამნიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ეს უქმნის “ქართულ ოცნებას“ კომფორტულ გარემოს.

ამ კონტექსტში სამნიძემ განაცხადა ისიც, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან ყველაფერი კეთდება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროისთვის არსებობდეს სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა, დაბალი ბარიერით.

“პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, ნებისმიერ არჩევნებზე სრულად პროპორციული სისტემა გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნებს მოვიპოვებთ, ის სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. თუკი ჩვენ ეს ცვლილებები არ მივიღეთ და საბაბი ოპოზიციური პარტიები გახდა, დარჩება 120/30-ზე შერეული სისტემა, რითაც “ქართული ოცნება“ გარანტირებულად დარჩება ხელისუფლებაში. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, დღესვე უნდა ვიყოთ მობილიზებული, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა