ვახტანგ მეგრელიშვილი - არჩევნებში გამარჯვებას გილოცავთ “ქართულ ოცნებასაც“ და “ნაციონალურ მოძრაობასაც“

არჩევნებში გამარჯვებას გილოცავთ “ქართულ ოცნებასაც“ და “ნაციონალურ მოძრაობასაც“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

მეგრელიშვილმა საკუთარ თავს არჩევნების დამთავრება მიულოცა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე წარუმატებლობას აღიარებს. ამასთან, როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, ის ხელისუფლების მდგომარეობაში შედის, რადგან ზუსტად იცის, თუ რას ნიშნავს ხელისუფლების დაკარგვა არასტაბილურ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები არ ფუნციონირებს.

„ხომ იცით, რომ ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ იყო! მიშა ციხეში უნდა მჯდარიყო თუ არა, ამის არჩევნები იყო. ნახეთ რაც მოხდა - თითქმის 50/50-ზე ითამაშეთ “ქართულმა ოცნებამ“ და “ნაციონალურმა მოძრაობამ“. რაიმე მოულოდნელი რომ მომხდარიყო, ცოცხის კადრების მსგავსი რომ “გაჩითულიყო“, რასაც არავინ ელოდა და რაღაც იქეთ გადამხტარიყო, ხომ ხვდებით რამხელა რისკია, უცბათ ჩამოიშალოთ და სრულიად ახალი რეალობის წინაშე დადგეთ. ამ დროს კი, არც სასამართლო გაქვთ და არც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც აგრესიული ხალხისგან და გიჟებისგან დაგიცავთ. ეს რისკი სულ იქნება! ამიტომ მნიშვნელოვანია, ისეთი მდიდარი საზოგადოება შევქმნათ, რომ რადიკალური მოქმედებების მხარდაჭერა საჭირო აღარ იყოს და არა შევინარჩუნოთ ის ბანძი მშვიდობა, რომელიც დღეს გვაქვს“, - განაცხადა “ქართული ოცნების“ მისამართით ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა