მამუკა მდინარაძე - ორჯერ უკვე არ შევუწყვიტეთ მანდატები და მესამედ აღარ ვაპირებთ დავარწმუნოთ დარჩნენ პარლამენტში

ეს არის მათი მხრიდან ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევა, შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე დეპუტატის გადაწყვეტილებას, დატოვონ პარლამენტი.

მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა ხვეწნას და მათ დარწმუნებას, რომ პარლამენტში დარჩნენ, აღარ აპირებს.

„ეს არ არის პასუხისმგებლიანი საქციელი. თუ მათ ბევრი აყვება, საკონსტიტუციო ცვლილებები დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს ბუნებრივად მოხდება. ვის წისქვილზე დაასხამს წყალს, ეს საზოგადოებამ განსაჯოს და ვისი თამაშია და ვის თამაშში შეყოლა, ესეც საზოგადოებას შეუძლია სწორად განსაჯოს. შესაბამისად, ვფიქრობ, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ, როცა ასეთ განცხადებებს ცხელ გულზე აკეთებენ. ჩვენი მხრიდან ხვეწნას ნამდვილად არ ვაპირებთ, თუ მათი სურვილი იქნება, ორჯერ უკვე არ შევუწყვიტეთ მანდატები და მესამედ აღარ ვაპირებთ დავარწმუნოთ დარჩნენ პარლამენტში, თუ მათი სურვილი იქნება, ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

სადეპუტატო მანდატის დატოვების თაობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ განცხადებები გააკეთეს ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. იგივეს აპირებს ზურაბ ჯაფარიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა