მამუკა ხაზარაძე - ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ისეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომელზეც კითხვები არ იქნება და მიტინგები არ დასჭირდება

აქ იმიტომ კი არ ვდგავარ, პროტესტი მაქვს რომ ჩვენ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთ, აქ იმიტომ ვდგავართ, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ისეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომელზეც კითხვები არ იქნება და მეორე დღეს ასეთი მიტინგები არ დასჭირდება - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბათუმში გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიცია უალტერნატივოა და ხვალინდელი დღე კოალიციური მმართველობისთვისაა.

„მინდა, პირველ რიგში, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, იმ ერთობისა და მაგალითისთვის, რომელიც ბათუმმა აჩვენა. აჩვენა ის, რომ სხვა გზა ჩვენს ერს არ გააჩნია, თუ ჩვენ ერთმანეთის გულების მიმართულებით არ ავაშენეთ ხიდები. სწორედ ბათუმი იყო ის ადგილი, სადაც სხვადასხვა პარტიამ და მათმა ლიდერებმა მთელს საქართველოს მისცეს მაგალითი, თუ როგორი მთავრობა და როგორი მომავალი უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანას. თქვენ იყავით სწორედ ის ინსპირაცია, რომელმაც მე და ჩემს თანაგუნდელებს გადაგვადგმევინა ის ნაბიჯი, რომ ჩვენ ხვალინდელი დღე ერთად უნდა ავაშენოთ. მხოლოდ და მხოლოდ ხვალინდელ დღეზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. ჩვენ რომ გვინდა ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ როცა ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, აფხაზი და ოსი ადამინების შემოერთებაზე და ერთიან ძლიერ სახელმწიფოზე, რა მაგალითი უნდა მივცეთ თითოეულ მათგანს, როცა ერთმანეთში ვერ ჩამოგვიყალიბებია რა გვინდა ხვალ. ამიტომაა ბათუმის მაგალითი გადამდები და კოალიცია უალტერნატივო. ამიტომ არის ხვალინდელი დღე კოალიციური მმართველობისთვის. საქართველოში პოსტსაბჭოთა მენტალობა უნდა დასრულდეს! პოსტსაბჭოთა მენტალობა არის ერთი კაცის მენტალობა, პოსტსაბჭოთა მენტალობა არის ერთპარტიული მენტალობა და ის წართმეული არჩევნები, როცა ქართველ ხალხს სულს აძრობ და ყველაზე მთავარს, ხმის მიცემის უფლებას ართმევ. შენ შენს შვილს მომავალს ართმევ ამით. ვიღაცას ჰგონია, რომ ჯიბეში ჩადებული გასამრჯელო, რომელსაც ამაში იღებს, არის მადლიანი. ის არ არის მადლიანი ფული, ის არის სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ფული, ის არის ღალატის ტოლფასი, ამისკენ მიმართული ფული. აქ იმიტომ კი არ ვდგავარ, პროტესტი მაქვს რომ ჩვენ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეთ, აქ იმიტომ ვდგავართ, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ისეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომელზეც კითხვები არ იქნება და მეორე დღეს ასეთი მიტინგები არ დასჭირდება. ეს არის სამართლიანი და სწორი სახელმწიფოს მშენებლობა. მე აქ იმიტომ ვდგავარ, რომ არ უნდა გვქონდეს ისეთი სასამართლო, რომლის ვითომ დასამარცხებლად მოვიდა „ქართული ოცნება“ და დღეს ის მოსამართლეები ასამართლებენ ისევ ადამიანებს. ასეთი სასამართლოს შესაცვლელად ვართ გაერთიანებულები“, - განაცხადა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა