საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს. ჯერჯერობით უცნობია რომელ საათზე დაიწყება სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი.
ასევე უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეხვედრა გამართა საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშშ-ს ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისთანაც. დღესვე, პრეზიდენტის მრჩეველი პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას შეხვდა.