მამუკა ხაზარაძე - გადმოვსახლდები წალენჯიხაში, ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის მერს გვერდში და მთელ გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ ოაზისად - გადავდოთ ამბიცია, წყენა და დავიწყოთ დიდი ეროვნული შერიგება

გადმოვსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ ოაზისად. მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები და დატოვეთ მოგება წალენჯიხაში, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, წალენჯიხის მაგალითზე, აჩვენებენ, თუ როგორია ნამდვილი დემოკრატია და როგორ იმართება თვითმმართველობა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ახლა დროა ყველა გაერთიანდეს, რადგან ცალკეული პარტიები დღეს არავის აინტერესებს.

მისივე განცხადებით, ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული, ერთიანი ეროვნული შერიგებისკენ.

„უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა, მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში. უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად.

მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები და დატოვეთ მოგება წალენჯიხაში. ვაჩვენებთ, როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია, როგორ იმართება თვითმმართველობა, როგორ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა თავის სოფელში, ქალაქში თუ როგორ იცხოვროს და არა იმან, რომელიც კაბინეტში შედის და დირექტორად გვევლინება, იქიდან გვეუბნება, როგორ უნდა ვიცხოვროთ - ეს დრო დამთავრდა საქართველოში და ამის მაგალითია წალენჯიხა.

მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ერთად გადავდგით ნაბიჯი და ვთქვით, რომ ეს არის ზეპარტიული მოძრაობა, გამოვიდეთ პარტიული ჩარჩოებიდან. არავის აინტერესებს პარტია, ყველას აინტერესებს საქართველო. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი მხოლოდ ერთი პარტიისთვის - საქართველოსთვის. გადავდოთ ყველამ ჩვენ-ჩვენი ამბიცია, წყენა და დავიწყოთ ერთიანი, დიდი ეროვნული შერიგება ჩვენი ქვეყნის გასამარჯვებლად“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა