ელენე ხოშტარია - პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან თამაში ეს არის არა მხოლოდ მისი პერსონალური საქმე, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის ცეცხლთან თამაში

თუ მიხეილ სააკაშვილისა და წინა ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი ადამიანის მიმართ რაიმე კითხვები არსებობს და სამწუხაროდ, ბევრი მსხვერპლი დაგროვდა ამ ხელისუფლებაშიც, ეს უნდა განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტში შიმშილობს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების კომენტარები მის შიმშილობასთან დაკავშირებით ემსახურება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ. მისივე თქმით, როცა ის ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდა, ამ ადამიანების დიდი ნაწილი საპირისპირო მხარეს იდგა.

„მე მგონია, რომ ისინი რეალობას ძალიან კარგად ხედავენ. რაც შეეხება სოლიდარობას იმ ადამიანების, ვისი უფლებებიც იყო გათელილი, სხვათა შორის, მაშინ, როცა მე მათი უფლებებისთვის ვიბრძოდი, ეს ადამიანები საპირისპირო მხარეს იყვნენ, მათი უმეტესობა, ამიტომ, მათგან ამ შენიშვნებს ვერ მივიღებ. ვინ როგორი ცუდიც უნდა იყოს მოსახლეობის აზრით, ვიღაცის აზრით, ამ ქვეყანაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება ყველას აქვს. პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან თამაში ეს არის არა მხოლოდ მისი პერსონალური საქმე, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის ცეცხლთან თამაში. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პოზიცია ვის მოვწონვარ, ვის არა, ვინ მიწონებს და არა ამ საკითხებს, ეს მათი საქმეა, მათი უფლებაა, რაც უნდათ, ის შეუძლიათ თქვან, მაგრამ პრეზიდენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ვინც არ უნდა იყოს, მის ადგილას ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს, არ აქვს მნიშვნელობა - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა და რისკები, რამაც შეიძლება დიდი საფრთხეები გამოიწვიოს, არის აბსოლუტურად დაუშვებელი, ჩემი პროტესტის საგანი ეს არის. ამიტომ, ჩემს პოზიციაში არაფერი შეცვლილა, ეს არ არის პოლიტიკური თამაში, ეს არის პრინციპული საკითხი,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ქვეყანაში არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი და არც ერთი პოლიტიკოსი არ უნდა არსებობდეს, რომელსაც აქვს იმუნიტეტი მართლმსაჯულების სისტემისგან, თუმცა აუცილებელია საქმეები სამართლიანმა სასამართლომ განიხილოს.

„არ არსებობს, რომ ვინმე, მიხეილ სააკაშვილი ან სხვა დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოსგან. ყველა უნდა წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე, მითუმეტეს, ადამიანის უფლებების გათელვის ფაქტები ნამდვილად იყო ცხრა წლის წინ და არის ამ ცხრა წელში. ამიტომ, სასამართლოს წინაშე ყველა უნდა წარსდგეს, ოღონდ, ზუსტად ასევე ვიცი ის, რომ დღეს რაც ხდება, არ არის მართლმსაჯულება. ის მოსამართლეები, რომლებიც ამას აკეთებენ, მინიმუმ, თანამონაწილეები არიან ტრაგედიებისა და დანაშაულებისა, რაც იყო. ამიტომ, რაც ახლა ხდება, ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის პოლიტიკური შურისძიება, რაც ქვეყანას ანგრევს,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია