26 მაისის აქციის დარბევის საქმის პროკურორი - დათა ახალაიას ლოზუნგი იყო: მეტი დაკავებული, მეტი პრემია, სწორედ ამ ლოზუნგით დაიწყო მიტინგის დარბევა

26 მაისის აქციის დარბევის საქმის პროკურორის გიორგი მუჯირის განცხადებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია საპოლიციო ღონისძიებას სადამსჯელო ღონისძიების სახით ატარებდა.

როგორც მუჯირი განმარტავს, ახალაიას ლოზუნგი ჰქონდა - მეტი დაკავებული, მეტი პრემია.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებული, რომელიც როგორც ჟურნალისტი, აშუქებდა აქციას. საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას, მისთვის უნდა მიეცათ ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ტერიტორია თავისუფლად დაეტოვებინა, სამართალდამცავები ამის შესაძლებლობას არ აძლევდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საპოლიციო ღონისძიება რეალურად სადამსჯელო ღონისძიების სახეს ატარებდა ლოზუნგით - მეტი დაკავებული, მეტი პრემია. ეს ლოზუნგი იმჟამინდელი კუდ-ის ხელმძღვანელის დავით ახალაიასი გახლდათ და სწორედ ამ ლოზუნგით იქნა დაწყებული მიტინგის დარბევა", - განაცხადა მუჯირმა.

ცნობისთვის, 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული.

დავით ახალაიას, გიორგი ლორთქიფანიძეს, ვასილ ლელუაშვილს, რევაზ შიუკაშვილს და ლევან ქარდავას ედავებიან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ჩადენილს ძალადობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა