ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი აღარ მიიღებს ექიმთა კონსილიუმში მონაწილეობას, ვიდრე ალტერნატიული სამედიცინო კომისია არ იქნება დაშვებული

მიხეილ სააკაშვილი უკვე შესამჩნევად ცუდად არის, ფიზიკურად ეტყობა ეს, მაგრამ მთავარი, მას უკვე აქვს კომუნიკაციური პრობლემები და მეხსიერების სერიოზული ჩავარდნები. ვერ იხსენებს სახელებს, ჯერჯერობით ჩემი ახსოვს, მაგრამ საუბრის დროს გამოიკვეთა, რომ რამდენიმე მისი მეგობრის სახელი ვერ გაიხსენა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავში, ექსპრეზიდენტის საპატიმროში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ექიმთა კონსილიუმზე უარს ამბობს, სანამ ალტერნატიული ჯგუფის შექმნის ნებას არ დართავენ.

„ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვიღებთ აბსოლუტურად ფორმალურ, დაუსაბუთებელ უარებს ალტერნატიულ კომისიასთან დაკავშირებით და რეალურად, პირი უჩანს იმას, რომ ჩვენ უკანონოდ, ეს უფლება შეგვიფერხდება დაუსრულებლად. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იგი აღარ მიიღებს ექიმთა კონსილიუმში მონაწილეობას, ანუ აღარ გაივლის მათ კვლევას იმ დრომდე, სანამ არ იქნება დაშვებული ალტერნატიული სამედიცინო კომისია. პირადად ყველა ექიმისადმი გამოხატავს ნდობას და პატივისცემას, თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად არის პოლიტიზირებული, ექიმებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, უკვე აღარ გამოხატავს მის ინტერესებს, აღარ ემსახურება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას და იქ ექიმების ხმა არის დაკარგული“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა