აფხაზეთის მთავრობა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით არ ადასტურებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკას დაფუძნების დღიდან, აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრო მართავს და მის დაქვემდებარებაშია.

„არანაირი სამართლებრივი აქტი არ არსებობს პოლიკლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით და ეს საკითხი აფხაზეთის მთავრობაში არც განხილულა. პოლიკლინიკა ჩვეულ რეჟიმში, სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ აქტიურად აგრძელებს მუშაობას და პაციენტების მიღებას.

გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა