მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს ჰგონია, რომ ისე დაგვასუსტა, წინააღმდეგობის უნარი არ გვაქვს, ის ცდება და მიიღებს დიდ წინააღმდეგობას

ივანიშვილს ჰგონია, რომ ისე დაგვასუსტა, წინააღმდეგობის უნარი არ გვაქვს, ის სცდება და მიიღებს დიდ წინააღმდეგობას, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა რუსთავში, მიმდინარე აქციის მონაწილეებს გააცნო.

ექსპრეზიდენტის წერილში აღნიშნულია, რომ ყველაფერი გამოვა და ამის პირობას დებს.

„იქით მხარეს არის წმინდა წყლის ბოროტება და მისი დამარცხება შეიძლება მხოლოდ ჩვენს მიერ გაცნობიერებით, რომ ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და არა ბოროტებას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ახლა ბოროტება ბოლომდე გაშიშვლდა და მას პერსპექტივა, პრაქტიკულად, არ აქვს. მისი პერსპექტივა ჩვენს უმოქმედობაშია და ჩვენს უმოქმედობას ის ვერ ეღირსება. ივანიშვილს ჰგონია, რომ ისე დაგვასუსტა, წინააღმდეგობის უნარი არ გვაქვს, ის ცდება და მიიღებს დიდ წინააღმდეგობას. მას ჰგონია, რომ ქართველების თავმოყვარეობა ისე შელახა, ისე გათელა, რომ თავის ამწევი არ არის, თუმცა, უკვე ხედავთ და კიდევ მეტს დაინახავთ უახლოეს მომავალში, თუ რა არის ღირსების მქონე ხალხი. ვიღაცები ტელეეკრანებიდან გეუბნებიან, რომ მაინც არაფერი გამოგივათ, არ დაუჯეროთ ივანიშვილის „ვაი-ექსპრეტებს“ - აბსოლუტურად ყველაფერი გამოვა, მე გაძლევთ ამის სიტყვას“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა