მიხეილ სარჯველაძე - შეიძლება პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანის საფუძველი დადგეს, თუ არ იქნება უზრუნველყოფილი სამედიცინო სერვისი, მაგრამ არასწორია ეს იყოს პატიმრის ნება-სურვილზე დამოკიდებული

რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტშია შიმშილობა თუ მის გარეთ - არასწორი იქნება პატიმრის კლინიკაში გადაყვანის საკითხი პატიმრის ნება-სურვილზე ან პოლიტიკურ ფაქტორებზე გავხადოთ დამოკიდებული, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ დეპუტატ ელენე ხოშტარიას შიმშილობის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, როცა ადამიანი შიმშილობს, მისი მოთხოვნის ავკარგიანობაზე საუბარი არ სურს.

ელენე ხოშტარიას შიმშილობა არ მიხარია, მითუმეტეს საუბარია კოლეგაზე, რომელიც პარლამენტში შიმშილობს. ამ შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტშია შიმშილობა თუ მის გარეთ. როცა საუბარია პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე, პირველი არჩევანია უშუალოდ პენიტენციურ სამსახურში არსებული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერ იქნება უზრუნველყოფილი საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო სერვისი, შეიძლება პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანის საფუძველი დადგეს. არასწორი იქნება ეს თავად პატიმრის ნება-სურვილზე ან პოლიტიკურ ფაქტორებზე გავხადოთ დამოკიდებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა