გიორგი ბარამიძე მიხეილ სააკაშვილს - შენ არ გაქვს უფლება მოკვდე და თუ საჭიროა, ამისთვის შიმშილობაც უნდა შეწყვიტო!

ქართველი ხალხი გიბრძანებს არ მოკვდე და თუ საჭიროა, ამისთვის შიმშილობაც უნდა შეწყვიტო, - ასე მიმართა პატიმარ მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ აქციაზე, რომელიც რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან გაიმართა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია გადარჩეს, ის ვალდებულია იცოცხლოს.

„ის ვალდებულია ამ პუტინის ლეკვებს და ძაღლებს არ მისცეს საშუალება, რომ გულწასული და მკვდარი ნახოს. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება ახლა მოკვდეს და როგორც მიშა სააკაშვილმა უბრძანა რომა შამათავას, ბატონო ოფიცერო, რომა, შეწყვიტე შიმშილობა“ და რომამ უპასუხა: „არის, ბატონო პრეზიდენტო!“ მას სხვა უფლება არ ჰქონდა. ვის შეუძლია უბრძანოს მიხეილ სააკაშვილს? - არავის არ შეუძლია, მხოლოდ ერთია ღმერთი ცაში და ქვემოთ ქართველი ხალხი. მიშა, შენ ხარ ამ ხალხის უმაღლესი მთავარსარდალი, რომელსაც უნდა გაუძღვე წინ ამ მშვიდობიან, არაძალადობრივ რევოლუციაში გამარჯვებამდე. შენ არ გაქვს უფლება მოკვდე! ქართველი ხალხი გიბრძანებს არ მოკვდე და თუ საჭიროა ამისთვის შიმშილობაც უნდა შეწყვიტო. ვალდებული ხარ, როგორც რომა შამათავამ გითხრა „არის ბატონო პრეზიდენტო!“, ასე უთხრა ხალხს ამ ბრძანებაზე. ამიტომ თუ ამას ეტყვის ქართველი ხალხი, მიშა ვალდებული იქნება ასე გააკეთოს. ხალხია მთავარი, ვისაც ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა ემორჩილებოდეს. ამიტომ ჩემო მიშა, მოისმინე ხალხის ხმა. მტრის ჯინაზე არ მოკვდე, იყავი გამარჯვებული, გაუძეხი ხალხს წინ და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ბარამიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა