პარლამენტთან აქცია „არ აგარევინებთ“ დასრულდა

პარლამენტის შენობის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქცია „არ აგარევინებთ“ დასრულდა.

აქციაზე მოქალაქეებმა სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ვინც, მათი თქმით, წინა ხელისუფლების დროს რეჟიმს შეეწირა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შეიკრიბნენ იმისთვის, რომ გაეპროტესტებინათ წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმი. ასევე, მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

აქციაზე შეკრებილებს შორის იყვნენ როგორც თბილისის მოქალაქეები, ასევე რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები. აქციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი, მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) იყო.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ