შსს-ს ინფორმაციით, მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ დაპირისპირებისას 7 პირია დაკავებული

მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების დროს სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, 6 პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, ხოლო ერთი სისხლის სამართლის საქმეზე.

„6 პირია დაკავებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო კიდევ ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს“,-განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცნობისათვის, მარტვილში, სალხინოს მონასტრის მიმდებარედ დღეს დილიდან ხმაური იყო. ადგილობრივების ნაწილი ტაძრის ეზოში შესვლას ცდილობდა, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. მოგვიანებით, ტაძრის მიმდებარედ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები გამოჩნდნენ. ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა 4 ნოემბერს ამოეწურათ. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა