ლევან დავითაშვილი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ფორუმის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ფორუმის მონაწილეებს ვიდეო მიმართვით მიესალმა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფორუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, China International Import Expo-ს ფარგლებში, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

ლევან დავითაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების მნიშვნელობაზე, საერთო კულტურულ ღირებულებებზე, აბრეშუმის გზის ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსათვის მეღვინეობის მნიშვნელობას, როგორც მისი ისტორიის, აგროკულტურის და ეკონომიკის განუყრელ ნაწილს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ღვინის კულტურა არის უნიკალური, გააჩნია მსოფლიოში უძველესი ისტორია და გამორჩეულია როგორც ყურძნის უნიკალური ჯიშებით, ასევე ღვინის ქვევრში დაყენების უნიკალური მეთოდით, რომელიც იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული. მინისტრი ასევე შეეხო „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ და „ფენჯიუ ჯგუფის“ ერთობლივ სასაჩუქრე პროდუქტის წარდგენას და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება აუცილებლად მოახდენს ხარისხიანი ქართული ღვინის პოპულარიზაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და პოზიტიურად აისახება საქართველოს გეგმებზე, გააღრმავოს თანამშრომლობა და მეგობრობა ორ ქვეყანას შორის.

სიტყვის დასასრულს, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციას და აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატას.

ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია და დესპანი დავით პიპინაშვილი ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა