ვიქტორ ყიფიანი კრიზისებისა და პოლიტიკის კვლევის ანკარის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა

"ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი მოხსენებით წარსდგა კრიზისებისა და პოლიტიკის კვლევის ანკარის ცენტრის (ANKASAM) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „თურქული სამყარო და ინტეგრაციის გზების ძიება გლობალური ძალაუფლებისათვის ბრძოლის ჩრდილში“. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

კონფერენციაზე განხილულ საკითხებს შორის იყო: ევრაზიის გეოპოლიტიკა და თურქული სამყარო გლობალური ძალაუფლებების ბრძოლაში; ავღანეთში განვითარებული მოვლენების ანალიზი; რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები; ენერგეტიკისა და სავაჭრო მარშრუტების უსაფრთხოება; რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობა და შესაძლებლობები; სარტყელი-გზის ინიციატივა და სხვა თემები.

მოხსენებით გამოსვლისას, ვიქტორ ყიფიანმა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შედეგები რეგიონალურ კონტექსტში მიმოიხილა. მისი თვალთახედვით, მსოფლიოს ახალი წესრიგი, მნიშვნელოვანწილად, რეგიონალურ წესრიგზე იქნება დამოკიდებული.

ვიქტორ ყიფიანმა მოკლედ შეაფასა ყარაბაღის კონფლიქტის შედეგები, ასევე, ის უპირატესობები და გამოწვევები, რაც კონფლიქტში უშუალოდ ჩართულმა თუ დაინტერესებულმა მხარეებმა ამ დაპირისპირების შედეგად მიიღეს. კერძოდ, საუბარია აზერბაიჯანზე, სომხეთზე, თურქეთზე, რუსეთსა და ირანზე.

ანალიტიკოსის აზრით, ყარაბაღის ომის შედეგად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებული ეკვილიბრიუმი სახეს იცვლის.

„მთიანი ყარაბაღი ერთადერთი კონფლიქტური ზონა იყო პოსტ-საბჭოთა სივრცეში, სადაც რუსი სამხედროები არ იმყოფებოდნენ, დღეს კი ისინი იქ არიან. ამის შედეგად რუსეთმა აზერბაიჯანთან კავშირები გაამყარა, ამავდროულად მიიღო მეტი ბერკეტი სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის შედეგად რუსეთმა, ალბათ, ყველაზე მეტად იხეირა, იგი მაინც არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ახლა ძალზე ფრთხილად მოქმედება მოეთხოვება მრავალ მიზეზთა გამო”, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

მისივე თქმით,საქართველოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ სურს გახდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული მხარე და მზადაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ტერიტორიაზე მხარეების შეხვედრას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივების განსახილველად.

„საქართველოსთვის საკვანძო საკითხებია: მხარეებს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილება, რაც ხელს შეუწყობს მინიმუმ წესრიგისა და სტაბილურობის შენარჩუნებას რეგიონში. საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია რეგიონის მთავარი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შენარჩუნება. როდესაც საქმე ეხება სატრანსპორტო კომუნიკაციებს, ამ მხრივ საქართველოს არაერთი ძლიერი ბერკეტი გააჩნია: სანდოობა, საიმედოობა და ხელმისაწვდომობა, მაღალი უსაფრთხოების გარანტიები, ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა და შემოსავლისუნარიანობა,“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მოხსენების დასასრულს, ვიქტორ ყიფიანი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების შესაძლო განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ინტერესების გამოკვეთასა და დიდი შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით ჩინეთის მხრიდან პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობასაც შეეხო.

„მიმაჩნია, რომ მიუხედავად სახელმწიფოთა შორის მულტილატერალური (მრავალმხრივი) ფორმატების აქტიური განხილვისა, ბილატერალური (ორმხრივი) ფორმატი კვლავაც დარჩება რეგიონში სხვადასხვა კავშირის ჩამოყალიბების საფუძველი. ცხადი და აშკარაა ის გარემოებაც, რომ სამხრეთ კავკასია წარმოადგენს ადგილს, სადაც ერთის მხრივ, შავი ზღვის რეგიონის, მეორეს მხრივ კი ახლოაღმოსავლეთის გეოპოლიტიკა ერთმანეთს ერწყმის“, - განაცხადა მან.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები