გია ვოლსკი - ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა „ნაცმოძრაობისთვის“ არაფერს წამოადგენს, თუ არა უბრალო ანტურაჟს

ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა „ნაცმოძრაობისთვის“ არაფერს არ წამოადგენს, თუ არა უბრალო ანტურაჟს - გარდა იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკისთვის აყოლით ქვეყნისთვის ცუდს აკეთებს, ამას სხვა აზრი არა აქვს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკი თქმით, ხოშტარიას შიმშილობა ძალიან სამწუხაროა.

„პირადად დიდი ხანია ვიცნობ. რაღაც ამ ქვეყნისთვის გაუკეთებია, მაგრამ ჩემი აზრით, როგორც პოლიტიკოსი, არასწორ ფორმატში მოღვაწეობს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, აქვს ყველა პირობა, რომ მის პრობლემებს, თუკი ასეთი წამოიშვება, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვამ მიხედოს.

„ზუსტად ერთი თვეა ყოველდღიურად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ეს რეალობას არ შეესაბამება. სააკაშვილის და არც ერთი სხვა მძიმე თუ მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი პატიმრის ჯანმრთელობის შერყევა არც სახელწიფოს ინტერესებშია და არც ამ სახელმწიფოს ხელწერას არ შეესაბამება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა