არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვერტმფრენით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს.

იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში კომენტარები არ კეთდება.

აღნიშნულზე ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ. მისი თქმით, რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა ის „თვალწინ ააცალეს“.

„ყველაფრის იგნორირებით, მიხეილ სააკაშვილი თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება