საიას თავმჯდომარე - სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან - ის მოტყუებით წაიყვანეს და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს.

როგორც სიმონიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა.

„სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან. ის მოტყუებით წაიყვანეს ამ დაწესებულებაში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ. გლდანში არაა სათანადო პირობები მკურნალობისთვის და რაც მთავარია, მისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა“, - წერს სიმონიშვილი.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 დაწესებულებიდან გლდანში, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულება მას მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა