გიორგი ვაშაძე - უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, ამის იქით რა უნდა იყოს -  კრიზისიდან გამოსავალი გვჭირდება

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეერიკა ოლსონსთან შეხვედრაზე ისაუბრებენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და ამ კრიზისიდან გამოსვლის მათ ხედვებზე.

„უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, ამის იქით რა უნდა იყოს. ამ კრიზისიდან გამოსავალი გვჭირდება. გუშინ რაც მოხდა, არის პირდაპირი ძალადობა, ყოველგვარი წესებისა და ნორმების დარღვევა და ეს არის ნაბიჯი “ქართული ოცნების” მხრიდან მეტი რადიკალიზაციისკენ. ეს არ არის ნაბიჯი მიმართული იქეთკენ, რომ სიტუაცია დამშვიდდეს. ამიტომ, ამ ყველაფერზე გვექნება საუბარი, გავაცნობთ ჩვენეულ ხედვას", - აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ერიკა ოლსონს ხვდებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი