ნათია მეზვრიშვილი - ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრების მიმართ და ეს ზღვარიც მოშალა დღეს „ოცნებამ“

ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად, პატიმრების მიმართ და ვფიქრობ, ეს ზღვარიც, რაც დარჩენილი იყო, მოშალა დღეს „ოცნებამ“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ერიკა ოლსონთან ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს.

„პირველი და ყველაზე მთავარი - შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას მიუხედავად იმისა, რა შედეგებით დასრულდა და მიუხედავად იმისა, რა მეთოდებით ჩატარდა არჩევნები. ჩვენი მხრიდან აქცენტი გაკეთდა ყველა იმ პლატფორმის გამოყენების მნიშვნელობაზე, რომელი პლატფორმაც ჩვენს პარტიას აქვს, იქნება ეს პარლამენტი, თუ საკრებულოების პლატფორმა. რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზოგადად, ამ პლატფორმების გამოყენებით რეფორმების გაგრძელების ინტერესი ჩვენ დავინახეთ, ხაზი გავუსვით საარჩევნო საკითხებს, რადგან მოგეხსენებათ ის მეთოდები, რა მეთოდებითაც დიდი ფულის გამოყენებით, ადმინისტრაციული მეთოდების გამოყენებით „ოცნებამ“ არჩევნები ჩაატარა, ჩვენ შეიძლება უკვე ძალიან ახლოს ვართ იქამდე, როდესაც არჩევნებმა შეიძლება ამ ქვეყნაში დაკარგოს აზრი. ამიტომ ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენ როგორმე ერთობლივი ძალებით არჩევნებს დავუბრუნოთ მნიშვნელობა, რადგან ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. სასამართლო რეფორმაზე და დამოუკიდებლობაზე ვისაუბრეთ ძალიან ბევრი და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაც ძალიან ცხადი და აშკარა იყო. ბუნებრივია, ხაზი გავუსვით „ოცნების“ მხრიდან გადადგმულ იმ ნაბიჯებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, რომ ეს არის დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევა, ის თავდასხმები სტრატეგიულ პარტნიორებზე, რასაც მუდმივად აქვს ადგილი და რაც ყველაზე მთავარია, პოლარიზაციის დასრულების მნიშვნელობა და ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

როგორც ის განმარტავს, ის ქმედება, რასაც მთავრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახორციელებს, არ არის ის სტანდარტი, რითაც უნდა ხელმძღვანელობდეს.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია აქციებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ნაბიჯებს, რომელიც „ოცნებამ“ გადადგა ბრალდებული პატიმრის მიმართ, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, რა განცხადებებსაც ბრალდებულის მხრიდან ვისმენთ. ვინც არ უნდა იყოს საპატიმრო დაწესებულებაში, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, თუ სხვა ნებისმიერი ბრალდებული, ეს არ არის ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს. ეს არ არის კანონის შესაბამისი მოქმედება. ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად, პატიმრების მიმართ და ვფიქრობ, ეს ზღვარიც, რაც დარჩენილი იყო, მოშალა დღეს „ოცნებამ“. ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. სანქციებთან დაკავშირებით, ზოგადად, სასამართლოს ნაწილში სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან საუბარი იყო, თუმცა, მე ეს განცხადება არ გამიკეთებია. თუმცა, აქცენტი გავაკეთე საერთაშორისო წნეხის გაზრდის მნიშვნელობაზე, რადგან სხვა ენით, ასეთ ხელისუფლებას ვერ დაელაპარაკები“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა