ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის საბჭოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იმუნიზაციის საბჭოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის საბჭოს სხდომას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“ , „სინოვაკის“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა. ვაქცინაციის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ასაკის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებულ პირებს კი, 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება „ფაიზერის“ ვაქცინით შეუძლიათ.

რაც შეეხება „ფაიზერის“ დოზით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის კვლავ „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებაა რეკომენდებული. 60 წლის ზემოთ პირები კი, რომლებიც აცრილები არიან „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან , 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ. ბუსტერ დოზის გაკეთება ხვალიდანაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია მშობლის თანხმობა.

იმუნიზაციის საბჭოს სხდომას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 9 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 2 010 783 აცრაა ჩატარებული. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი