ამირან გამყრელიძე - მოსახლეობის სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წელს ზემოთ მოქალაქეებზე, ამიტომ, ყველაზე მთავარია ამ ხალხის აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ძალიან რთულია.

როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია.

„35%-ზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც აცრის შემდეგ ყველაზე დიდი დაცვის საშუალებაა. მოსახლეობის სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წელს ზემოთ. ამიტომ, ყველაზე მთავარია ამ ხალხის აცრა", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპის გააქტიურება აუცილებელია, რათა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიკლოს.

„სამწუხაროდ, გვექნება დიდი ადამიანური დანაკარგი, ამიტომ გავითავისოთ ეს. ყველანაირ პოლიტიკაზე ზე საკითხია, რომ მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა