განათლების და მეცნიერების სამინისტრო გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლისა და პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.

„გელა ჩარკვიანს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი. ის იყო პროგრესულად მოაზროვნე და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა საზოგადოებაში. გელა ჩარკვიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის,“- ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა