საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - ვიმედოვნებთ, რომ „მწვანე პასპორტები“ დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „მწვანე პასპორტების“ შემოღებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის საკმაოდ დროული, ვინაიდან ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სჭირდება კონკრეტული სავალდებულო მექანიზმების ამოქმედება, რათა მოხდეს საგანგაშო მაჩვენებლების კლება.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ბიზნესასოციაციიდან მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მწვანე სტატუსი“ არის საკმაოდ სამართლიანი და ამავდროულად დემოკრატიული, „მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული „მწვანე სტატუსი“ არის საკმაოდ სამართლიანი და ამავდროულად დემოკრატიული, ვინაიდან სტატუსის მოპოვება შესაძლებელია როგორც ვაქცინაციის, ასევე შესაბამისი ტესტირების ჩატარებისა და კოვიდ ვირუსის გადატანის შემთხვევაში. ასევე მიგვაჩნია, რომ ობიექტების ჩამონათვალიც საკმაოდ სამართლიანად არის წარმოდგენილი და არავაქცინირებულ პირებს არ შეეზღუდებათ წვდომა იმ ობიექტებზე, სადაც განთავსებულია პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

„მწვანე პასპორტების“ ამოქმედება არის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების პოზიტიური მაგალითი და ვიმედოვნებთ, რომ ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს. აღნიშნული რეგულაციის შემოღებამ საკმაოდ ეფექტიანად იმუშავა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და იმედია, რომ ამ მექანიზმის ამოქმედებითა და აღსრულებით საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდება. აქვე, კიდევ ერთხელ მივმართავთ და მოვუწოდებთ ბიზნეს სექტორს და მასში დასაქმებულ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ, ვინაიდან ეს არის ერთადერთი გზა პანდემიის დასრულებისა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, ასევე ეკონომიკური მდგრადობის შესანარჩუნებლად“ - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა