ვახტანგ მეგრელიშვილი - ეს ყველაფერი ემსახურება არა იმას, რომ ხოშტარიას სიცოცხლე გვაღელვებს, არამედ პოლიტიკურ ბრძოლას - როგორ გავაშავოთ და დავადანაშაულოთ მოწინააღმდეგე

ეს ყველაფერი ემსახურება არა იმას, რომ ელენე ხოშტარიას სიცოცხლე გვაღელვებს, არამედ პოლიტიკურ ბრძოლას - როგორ გავაშავოთ და დავადანაშაულოთ მოწინააღმდეგე, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხებას იმის შესახებ, რომ იგეგმებოდა ელენე ხოშტარია მოწამვლა.

მეგრელიშვილის თქმით, ეს ყველაფერი საოცრად არასერიოზულად და საშიშად გამოიყურება.

ვახტანგ მეგრელიშვილი იმასაც აცხადებს, რომ საზოგადოების პოლარიზება უკვე საშიში პრობლემაა, რაც ქუჩაში იგრძნობა.

„ორივე მხარეს შეიძლება იყოს ნახევრად სიმართლე და ნახევრად ტყუილი. ვკითხულობ განცხადებას, რომ ჩვენი დეპუტატი კოლეგა შეიძლება იყოს მოკლული - პოლარიზაციისთვის რა შეიძლება ამაზე დიდი ბრალდება იყოს, რასაც რაიმე ქმედება არ მოჰყვება ანუ თუკი ასეთი რამ ვიცით, არათუ მხოლოდ პოლიტიკური განცხადება უნდა გავაკეთოთ, არამედ უნდა დაველაპარაკოთ ადამიანებს. ხომ შეიძლება ხელისუფლებამ მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიმართ, რომლებიც შეიძლება საკუთარ საინფორმაციო ბაბლში არიან, უფრო მეტი ინფორმაცია გასცეს და არ აცოცხლოს ილუზიებში, სადაც მხოლოდ ორი ვერსია და ორი სამყაროა - ერთი, სადაც მიხეილ სააკაშვილი წამებული გმირია, ხოლო მეორე მხრივ, მატყუარა, რომელიც ფაფებს ჭამს. სინამდვილეში ირაკლი კობახიძე და მიხეილ სააკაშვილი არიან პოლარიზაციის მთავარი მიზეზი. ეს თამაში ყველასთვის ძალიან საშიშია, რადგან არ ვიცით, საითკენ შეიძლება განვითარდეს მოვლენები", - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა