ლანა გალდავა - "ლელო" უერთდება და სოლიდარულია სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის საკითხში, რომელსაც ახლა პატივის და ღირსების დაცვის საკითხიც შეემატა

"ლელო" უერთდება და სოლიდარულია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის საკითხში, რომელსაც ახლა უკვე პატივის და ღირსების დაცვის საკითხიც შეემატა, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში უნდა იქნეს გადაყვანილი და ასევე, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ სასამართლო პროცესზე წარსდგეს.

„ის არაადამიანურად, პირდაპირ წამებით გაატარეს იმ დაწესებულებაში და იმ ხალხის შეძახილების ფონზე, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდა მთელი წინა ხელისუფლების პერიოდში, ვგულისხმობ კრიმინალურ სამყაროს. რაც შეეხება შემდეგ მოთხოვნას, ცხადია, ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად უნდა მიენიჭოს და სასამართლოზე უნდა მოხდეს მისი გამოყვანა და პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ.

მოსახლეობამ უნდა გაიგოს კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილისგან ყველა იმ საკითხზე, რომელსაც მას ედავებიან, რა არის სიმართლე და როგორ დაამტკიცებს ის თავის უდანაშაულობას. პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, უნდა ჩატარდეს სასამართლოში და ცხადია, ამასთანავე სოლიდარულები ვართ მისი სიცოცხლის დაცვის საკითხში, რაც გულისხმობს სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანას", - განაცხადა ლანა გალდავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა