გამოფენის " სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" დახურვა და ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

პომპეის არქეოლოგიური საგანძურის საქართველოში მოგზაურობა დასრულდა. „თიბისის“ ინფორმაციით, უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით აქტუალურია პომპეისადმი მიძღვნილი გამოფენები, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან მუზეუმში გაიმართა. ამ მხრივ ეროვნული მუზეუმიც არ ყოფილა გამონაკლისი. გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა სამი თვის განმავლობაში უმასპინძლა, ხოლო შემდეგ, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადაინაცვლა.

ამასთანავე, მუზეუმში გაიმართა National Geographic - საქართველოს ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია, რომლის მთავარი თემაა ის 100 აღმოჩენა, რომელთა საშუალებითაც ჩვენი შორეული წინაპრები საკუთარ ამბებს მოგვითხრობენ. მათ შორის, ღირსეული ადგილი უკავიათ დმანისის ჰომინინებსა და პომპეის ნაქალაქარს. ნოემბრის ნომრის სტატიაში „აფრიკიდან დმანისისკენ“ პროფესორი დავით ლორთქიფანიძე დმანისის თავგადასავლის შესახებ მოგვითხროს.

ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენა, სადაც დმანისის აღმოჩენებია წარმოდგენილი, ასევე, გამოფენა პომპეიდან, რომელიც სწორედ ამ ღონისძიებით დაიხურა.

გამოფენის მხარდამჭერია „თიბისი“, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეროვნული საგანძურის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის მისი თანამედროვე ციფრული ფორმატებით გაცნობაა. თიბისი უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა