სოზარ სუბარი - სახალხო დამცველი ციხეში ე.წ. შუმოკზე ლაპარაკობდა, როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას “შუმოკი” არ უნახავს და არ მოუსმენია

სახალხო დამცველი ციხეში ე.წ. შუმოკზე ლაპარაკობდა - როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას “შუმოკი” არ უნახავს და არ მოუსმენია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, როდესაც საუბარია 3 ათასკაციან ციხეში დაწყებულ ხმაურზე, ასეთ დროს კედლები ზანზარებს, კარები ინგრევა, ადამიანებს შორის ლაპარაკი შეუძლებელია, ხმა ციხის კედლებს სცდება და გვერდით კორპუსებშიც კი გადის.

"თავად ნინო ლომჯარია ამბობდა, რომ სააკაშვილის ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული და ხმა არ შედიოდა. ტელევიზორი ძალიან მაღალ ხმაზე ჩართული არ იქნებოდა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი “შუმოკი” არ იყო. თუ რამდენიმე პატიმარი შეძახილს აკეთებდა, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ეს ზეწოლად ვერ ჩაითვლება. მითუმეტეს, ადამინისტრაციის მხრიდან რაიმე ორგანიზებაზე საუბარი, შეურაცხმყოფელია და ცილისწამებაა. ერთადერთი რაც იქაურობას აწუხებდა, ეს იყო გარეთ მეგაფონების ხმა და იქ მისული მანიფესტანტების ლაპარაკი, რითაც პატიმრებს აწუხებდნენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო