გურჯაანში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქ გურჯაანში წყლისა და წყალარინების სისტემების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად გრძელდება.

მათივე ცნობით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 3,6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და მისი დასრულება 2022 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

„გურჯაანის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს, თუმცა ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, დებიტის სიმცირიდან გამომდინარე წყალი შეზღდუვით მიეწოდებათ. რეაბილიტაციას საჭიროებს წყალარინების სისტემაც. რიგ უბნებში საკანალიზაციო ქსელი არ არსებობს.

სამუშაოების შედეგად, ძველი, ამორტიზებული წყლის მილები ჩანაცვლდება ახლით, რაც აღმოფხვრის წყალმომარაგების კუთხით არსებულ პრობლემებს. ასევე, ქალაქის მასშტაბით მოეწყობა ახალი წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა