ნონა მამულაშვილი - კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია, მიხეილ სააკაშვილის პანიკური შიში აქვს

კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია, აქვს მიხეილ სააკაშვილის პანიკური შიში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რითაც სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა, რომელზეც დასწრების საშუალებაც სააკაშვილს არ მისცეს.

როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებით „ქართული ოცნება“ ძალის დემონსტრირებას ცდილობს და პუტინის დავალებებს ასრულებს.

„დღეს რაც ვიხილეთ, ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან ხელისუფლებას სააკაშვილის პანიკური შიში აქვს. 9 წელი იმუქრებოდნენ, რომ ჩამოვა თუ არა სააკაშვილი, ჩაატარებდნენ პროცესებს და აჩვენებდნენ, როგორი სამართლიანი სასამართლო აქვთ, თუმცა ვნახეთ, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს ადამიანური სახე, ის არის წაგებული პოლიტიკური ძალა და ეს ბოლო პერიოდი, სანამ ამ მავნებლებს, პრორუსულ პოლიტიკურ ძალას მოვიცილებთ საქართველოდან, არის ის ბოლო გაფრთხილება, როცა ვითომ ძალის დემონსტრირებას აკეთებენ, ეს არის რუსეთის აგენტურა, რომელიც პუტინის დავალებებს ასრულებს", - განაცხადა მამულაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს