ჯოზეფ ბორელი - ევროპას საფრთხე ემუქრება, აუცილებელია ევროპის სწრაფი რეაგირების ძალების 2025 წლამდე შექმნა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპას საფრთხე ემუქრება და აუცილებელია ევროპის სწრაფი რეაგირების ძალების 2025 წლამდე შექმნა.

მისი თქმით, ევროპელები საფრთხეს ყოველთვის სათანადოდ ვერ აფასებენ და გაერთიანებას უფრო რთული გამოწვევებისთვის მოუწევს წინააღმდეგობის გაწევა.

„ჩვენ ვართ სამყაროში, სადაც ყველაფერი მიდრეკილია აგრესიის იარაღად გამოყენებისთვის და ამ დროს ევროკავშირისთვის საკმარისი არ არის გამოიყენოს თავისი „რბილი ძალა“. არავის სურს ევროპული ნატოს შექმნა, მას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ბორელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მუშაობა დაასრულა „სტრატეგიული კომპასის“ დოკუმენტზე, რომელიც გაერთიანების საერთო საფრთხეების მიმართ ერთიანი პოზიციის შექმნაზეა მიმართული.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის თქმით, აუცილებელია სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა, სადაც 5 000-მდე ჯარისკაცი იქნება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია