სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს და ნებართვას ელოდებიან

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი გამოთქვეს და შესაბამის ნებართვას ელოდებიან. ამის შესახებ სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ციხეში შესვლის ნებართვა უნდა მისცენ, როდის იქნება ეს, გაირკვევა უახლოეს მომავალში“, - განუცხადა სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააპატიმრეს. ის სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა. 8 ნოემბერს კი ექსპრეზიდენტი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი 41-ე დღეა შიმშილობს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა