ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციამ და აქტივისტების ჯგუფებმა მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი, შეუერთდნენ პირობას, რომ არ იქნება ხალხმრავალი აქციები

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო სამედიცინო საავადმყოფოში გადაიყვანენ, ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი, რომლის თანახმადაც, ისინი კლინიკასთან ხალხმრავალ შეკრებებს არ მოაწყობენ.

როგორც ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ოპოზიციამ და მათ შორის სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფებმაც მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი თუ გააჟღერონ, შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პირობას, რომ არ იქნება ხალხმრავალი აქციები იმ სამოქალაქო კლინიკის გარშემო - ეს არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს ხელისუფლებას პასუხისმგებლობიდან არ ათავისუფლებს, მაქსიმალური უსაფრთხოების ნორმები დააწესოს იმ კლინიკის გარშემო. ამ ხელისუფლებისგან უკვე ყველაფერს ველი, ამიტომაც, ოპოზიცია რომ ემიჯნება ამას, ეს ცალსახად კარგია“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომც გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში, ამით აქციები, სავარაუდოდ, მაინც არ შეწყდება.

„უმთავრესი ის არის, რომ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანით არ ამოიწურება პრობლება, რადგან ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, რომლის ვერდიქტსაც დაიჯერებს რომელიმე მხარე და აღარაფერს ვლაპარაკობ დასავლეთზე. საპროტესტო აქციების შეწყვეტაზე უარის თქმა, როგორც ჩანს, ამითაც არის განპირობებული“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა