ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს

ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში და აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო დახმარება.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ღლონტმა განმარტა, ეს არის მათ მიერ დაანონსებული პოლიტიკური აქტივობების ნაწილი, რომელიც მიზნის მიღწევამდე არ დასრულდება.

„ჩვენ გითხარით, რომ ეს იქნება უწყვეტი პროცესი და ხედავთ, რომ ყოველდღიურად გვაქვს პოლიტიკური აქტივობები. უერთდება მას უფრო მეტი და მეტი მოქალაქე“, - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი