კარლ ჰარცელი - მივესალმები სიახლეს, რაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მივიღეთ, რომ ამ საქმეში ჩაერთოს - მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებას

მივესალმები სიახლეს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მივიღეთ, რომ ამ საქმეში ჩაერთოს. ეს არის დამაიმედებელი პირველი ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაბალანსებული მიდგომა.

„როგორც იცით, შუალედურ ღონისძიებაში საუბარია გარკვეულ მოთხოვნებზე. პირველი, ბატონ სააკაშვილთან დაკავშირებული მოთხოვნა, რომ დაასრულოს შიმშილობა და ამის პარალელურად მთავრობასთან დაკავშირებული მოწოდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. ყველაფერ ამის შესახებ სასამართლოს ინფორმაცია 24 ნოემბრამდე უნდა მიეწოდოს.

ვფიქრობ, ეს არის დაბალანსებული მიდგომა, რომელიც, იმედია, გამოიწვევს სიტუაციას როდესაც გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით წინსვლა იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით კი ყველაზე მწვავე საკითხთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობისა და უსაფრთხო მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას და იმოქმედონ რაც შეილება სწრაფად მის განსახორციელებლად“, - აღნიშნა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა