„საყდრისის კომიტეტის“ წევრები ქვისა და კედლის მხატვრობის მდგომარეობის გასაცნობად დავით გარეჯის ერთ-ერთ სამონასტრო კომპლექსში ქოლაგირში ჩავიდნენ

საზოგადოებრივი გაერთიანება “საყდრისის კომიტეტის“ წევრები ქვისა და კედლის მხატვრობის მდგომარეობის გასაცნობად დავით გარეჯის ერთ-ერთ სამონასტრო კომპლექსში ქოლაგირში ჩავიდნენ.

“საყდრისის კომიტეტის“ ინფორმაციით, აქტივისტების თხოვნით ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი- არქეოლოგი ქეთი დიღმელაშვილიც.

„სამწუხაროდ, იმის გამო რომ XII საუკუნის მონასტერი მთის თიხით შეცემენტებულ ქანებშია გამოჭრილი მისი ნგრევა ასწლეულების განმავლობაში შეუქცევადი გახდა. დღემდე შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი ნაწილი- რამდენიმე ქვაბულიდან მხოლოდ ორის ნახვა არის შესაძლებელი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ქოლაგირის კედლის მხატვრობა (1178-1185 წ.წ.) რომელიც გარდა ბუნებრივი პროცესებისა წლების განმავლობაში უპასუხისმგებლო მოქალაქეების ვანდალური ქმედებების მსხვერპლიც იყო, რის შედეგადაც უნიკალური ფრესკების უმრავლესობა განადგურების პირასაა.

ქვაბულებში შეიმჩნევა „შავი არქეოლოგიის“ კვალიც.

ქოლაგირის მდგრადობა დღეს-დღეობით უნუგეშოა და არც სპეციალისტების პროგნოზია საიმედო, თუმცა კედლის მხატვრობის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამიტომ „საყდრისის კომიტეტი“ უნიკალური მხატვრობის გადასარჩენად ბრძოლას იწყებს!

„საყდრისის კომიტეტი“ მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს, ყველა შესაბამისს უწყებას - კლდის ძეგლების შესწავლა გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძეგლის მდგომარეობიდან გამომდინარე უმოკლესს დროში შეიქმნას კომპლექსური ჯგუფი (გეოლოგები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ჰიდროლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, კედლის მხატვრობის სპეციალისტები), რომელიც კლდის სტრუქტურის და კედლის მხატვრობის შეფასების მიმართულებით იმუშავებს.

სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების დადების შემდეგ შეიქმნას ქოლაგირის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის სამოქმედო გეგმაც.

„საყდრისის კომიტეტმა“ უკვე მიმართა წერილით მსოფლიოში ცნობილ კლდის ძეგლების სპეციალისტს, იუნესკოს ექსპერტს კლაუდიო მარგოტინს და სათანადო ფოტოების დართვით მდგომარეობის პირველადი შეფასება სთხოვა.

აქტივისტები უახლოესს ხანში ძეგლის ინტერესების უკეთ დაცვისთვის სამეცნიერო წრეებთან შეხვედრა-კონსულტაციებს გეგმავენ”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი