ნიკა გვარამია - ძალადობის მთავარი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კადრებიდან არის ამოჭრილი

გავრცელებული ვიდეოკადრები ხელისუფლებისთვის არის უმძიმესად წამგებიანი კადრები და მიზნად ისახავს არა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის შემდეგ, ამ ქვეყნის განადგურებას და დასრულებას, ერთ მშვენიერ დილას ყველამ რომ გავიღვიძოთ რუსული ტანკებით სავსე თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა თავისი შიმშილობით ეს სახელმწიფო კვლავ გააღვიძა.

„ჩვენ რაც დღეს ვნახეთ, ზუსტი მტიცებულებაა იმის, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ. თუმცა, ეს არ არის უწყვეტი კადრები, ძალადობის მთავარი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის ამოჭრილი. მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩვენ ვნახეთ, ამის აღწერა ყველასთვის ცნობილი ფრაზით შეიძლება: „არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ-ყორნებს ეომებოდა“. ზუსტად ასე იყო. ეს პარადიგმა მხოლოდ ჩვემს თავში კი არ გაცოცხლდა, ყველას თავში გაცოცხლდა, მათ შორის თქვენს მომხრეებშიც, „ქართულ ოცნებას“ მივმართავ. ქართველები ბავშვებიდან ვსწავლობთ ამ პარადიგმას და ყველანი არწივის მხარეს ვართ, განურჩევლად. არწივი არის მიხეილ სააკაშვილი. პირველად ვიტყვი ჩემს ცხოვრებაში ჩემს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, როგორ ვფიქრობ ამ ყველაფრის გაგრძელებას. მიხეილ სააკაშვილი არის ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილმა თავისი შიმშილობით ეს სახელმწიფო კვლავ გააღვიძა. ეს კადრები, რომელიც გამოქვეყნდა, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მიზნად ისახავს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს. იმიტომ, რომ როგორც კი ვიწყებთ საუბარს სიტუაციის სტაბილიზაციასა და მისი გადარჩენის გზებზე, იწყება დეზინფორმაცია, რომ ის ჭამს. მერე აქვეყნებენ კადრებს, სადაც, თითქოს, ფაფას კი არა უკვე მწვადებს ჭამს და რა თქმა უნდა, უკურეაქცია აქვს ყოველთვის მძევალს, მიხელ სააკაშვილს. კიდევ უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა.

ახლა ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ სტრასბურგის მოწოდების, საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდების შემდეგ ვიხილავთ ვარიანტებს, როგორ შეიძლება ამ ვითარებიდან გამოვიდეთ ღირსეულად და პირველ რიგში, ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ამიტომაც არის ეს კადრები გამოქვყენებული, ეს კადრები ხელისუფლებისთვის არის უმძიმესად წამგებიანი კადრები და ეს კადრები უკვე მიზნად ისახავს არა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილს, არამედ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის შემდეგ ამ ქვეყნის განადგურებას და დასრულებას, ერთ მშვენიერ დილას ყველამ რომ გავიღვიძოთ რუსული ტანკებით სავსე თბილისში. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამ სახელმწიფოს დამფუძნებელმა, კვლავ უნდა დააფუძნოს ეს სახელმწიფო და გადაარჩინოს რუსეთის დაპყრობისგან. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. შიმშილობა იყო ინსტრუმენტი. როცა ეს ინსტრუმენტი, ბრძოლის ეს ფორმა მუშაობს, ის მუშაობს, მაგრამ თუ ბრძოლის ეს ფორმა მიშასა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ იმუშავებს, ვფიქრობ, რომ დროა დავიწყოთ მუშაობა ამ ინსტურმენტის გადახედვასა და ჩანაცვლებაზე“, - განაცადა გვარამიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა