მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე - წინააღმდეგობა გასწია და ძალის გამოყენება ძალაუნებურად აუცილებელი გახდა

როდესაც პატიმარი პენიტენციურ სამსახურს კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებაში ეწინააღმდეგება, ლეგიტიმურია გადაწყვეტილება შესაბამისი პროპორციული ძალის გამოყენებით აღსრულდეს - როცა პატიმარი დაწესებულებაში შესვლას არ აპირებს, რა უნდა მოხდეს ასეთ დროს?! წინააღმდეგობა გასწია და ძალის გამოყენება ძალაუნებურად აუცილებელი გახდა, - ასე ხსნის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის ძალის გამოყენებით გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანას, რომლის ამსახველი კადრები გაავრცელა.

სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ მეორეხარისხოვანია მიხეილ სააკაშვილის რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანში გადაყვანა მოხდა თუ არა მოტყუებით, რაც მისივე თქმით, დადასტურებული ფაქტი არ არის.

"პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად, გავრცელებული კადრები არავისთვის სასიამოვნოდ საყურებელი არ იყო. რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის საპატიმრო დაწესებულებას ნებაყოფლობით ტოვებს. შემდეგ როდესაც ის გლდანის კლინიკაში შედის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევს. სააკაშვილი ამას მოტყუებით ხსნის. თავად როგორც სამინისტრო განმარტავს, უთხრეს, რომ მისი გადაყვანა კლინიკაში ხდებოდა, თუმცა არ იყო დაკონკრეტებული, თუ რომელ კლინიკაში ხდებოდა გადაყვანა. დადგინდება და გაირკვევა მან მართლა ასე აღიქვა თუ შემდგომ შეიცვალა პოზიცია. გადაწყვეტილებას თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა მოხდეს პატიმრის განთავსება თავად პენიტენციური სამსახურის იღებს. ასევე პენიტენციური სამსახური წყვეტს, უნდა გადაიყვნონ თუ არა პატიმარი კერძო კლინიკაში. აქედან გამომდინარე, მეორეხარისხოვანია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოტყუებით მოხდა თუ მან შემდგომ შეიცვალა პოზიცია. ყველა საჭიროებას, რაც ურგენტულად სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით შეიძლება დღის წესრიგში დადგეს, გლდანის სამკურნალო დაწესებულება პასუხობს", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არა აქვს და "ეს პოლიტიკური ბრძოლის ხერხი არ იყო".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა