ნიკა მელიას განცხადებით, სუს-თან მიმდინარე აქციაზე „მოკრიმინალო ტიპები“ პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, სუს-თან მიმდინარე აქციაზე „მოკრიმინალო ტიპები“ პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ.

მელიამ ჟურნალისტებს ორი ქვა აჩვენა, რომელზეც, მისივე მტკიცებით, სისხლის კვალია და ის აქციის მონაწილეების მისამართით იყო ნასროლი.

„მეუბნებიან, რომ ვრცელდება იმ „შპანის“ ფოტოსურათები, რომლის ჩადენილიც არის ეს დანაშაული. აქ, ჩვენთან ხომ პოლიციელები დგანან და არემარე მოკრიმინალო ტიპები დგანან. გაღმა დგანან კრიმინალები, რომლებიც ამას აკეთებენ. თქვენ აქ დგახართ! დგახართ! დგახართ! ასე არის ლილუაშვილიც, ჭამს, სვამს, ანგარიშიდან ანგარიშზე ფულს რიცხავს და მდიდრდება. ამასობაში მძიმე დანაშაულებს ჩადიან. ერთ ადამიანს მაინც ან თავი არ გაუტყდეს და თმის ღერი არ ჩამოუვარდეს! ერთ ადამიანსაც არ დაუშავდეს არაფერი! ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სკვერებში დაძრწის 7-8 ვითომ მოკრიმინალო ტიპი, მაგრამ თქვენს სამსახურში მყოფი და მიხედეთ!“, - მიმართა მელიამ სუს-ის შენობასთან განთავსებულ პოლიციელებს.

ცნობისთვის, სუს-ის შენობასთან, სადაც „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, კორპუსიდან ქვები ისროლეს - დაშავდა 2 ადამიანი. ერთ-ერთ დაზიანება თავის არეში აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა