ელენე ხოშტარია - ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა, ამიტომ ამ ეტაპზე, გადასხმები გავაჩერე

ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა - ამ ეტაპზე გადასხმები გავაჩერე, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის თავს მხნედ გრძნობს.

„ბოლო ანალიზით ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა. ამიტომ ამ ეტაპზე გადასხმები გავაჩერე. თუ რამე „გაკრიტიკულდება“, ექიმებთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას. დღე მე-9-ც მიილია და ვარ ძალიან მხნედ და შემართებით. თქვენც, ჩემო მეგობრებო, არ ინერვიულოთ“, - წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია 9 დღეა შიმშილობს. ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილმა დღეს მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს იქამდე, ვიდრე ყოფილ პრეზიდენტს სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა