კარლ ჰარცელი სააკაშვილის შესახებ კადრების გავრცელებაზე - ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნული ვიდეოკადრების გავრცელება ხელს არ უწყობს ვითარების განმუხტვას.

„მე შემიძლია ვთქვა ძალიან ცხადად, რომ ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნება რამენაირად ხელს შეუწყობს ვითარების განმუხტვას. ამავდროულად, ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გამოქვეყნების მიზანი რამენაირად პასუხობს იმას, რაც უნდა იყოს ფუკუსში, რაც არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა მათ შორის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანს ზემოთ შიშველია.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ საააკაშვილის მორიგი ვიდეო გაავრცელა, რომელიც რეანიმობილშია გადაღებული. როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნავენ, კადრები ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილი ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. გავრცელებულ კადრებში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საკუთარი ნებით მანქანიდან არ ჩავა და ითხოვს რუსთავის ციხეში დააბრუნონ.

იხილეთ ვიდეო:კარლ ჰარცელი სააკაშვილის შესახებ კადრების გავრცელებაზე - ამ ვიდეოს გავრცელების საჭიროება ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სამწუხაროა

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია