თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ახალდანიშნულ ელჩს, ანა მარია შიკოს უმასპინძლა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრელ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) უნგრეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის ვიზიტები ხელს უწყობს თავდაცვის უწყებებს შორის დიალოგის გააქტიურებას.

მხარეებმა მიმდინარე წლის ნოემბერში უნგრეთში დაგეგმილი თავდაცვის მინისტრის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს, რომლის ფარგლებში მინისტრი უნგრელ კოლეგასთან ერთად მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის კონფერენციას გახსნის. ასევე, საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში უნგრეთის მხრიდან გაწეულ დახმარებასა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა