თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება

„ბუსტერი“ ყველანაირად საკმარისია იმუნური სტატუსის შენარჩუნებისთვის. დამატებითი დოზა იმ შემთხვევაში კეთდება, თუ პირს მოგზაურობის მიზნებისთვის სჭირდება, რომ ვაქცინიერებული იყოს „ფაიზერის“ ვაქცინით, ქვეყანა მოითხოვს, რომ ორჯერ იყოთ ვაქცინირებული „ფაიზერით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც განმარტა, რა შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება.

გაბუნიას თქმით, რეკომენდაციები „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით არის მეორე აცრიდან 6 თვე, ზოგ შემთხვევაში კი 3 თვე.

„ბუსტერ“ დოზა ნიშნავს ერთ დოზას. რეკომენდაციები „ბუსტერ“ დოზასთან დაკავშირებით არის მეორე აცრიდან 6 თვეში, ზოგ შემთხვევაში 3 თვეში. „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილი ხანდაზმული პირისთვის რეკომენდირებულია „ბუსტერი“ იყოს 3-6 თვემდე.

რაც შეეხება ორ დამატებით დოზას, მინდა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი დამატებითი დოზა და „ბუსტერ“ დოზა. „ბუსტერ“ დოზა არის მესამე დოზა, ეს ყველანაირად საკმარისია იმუნური სტატუსის შენარჩუნებისთვის. დამატებითი დოზა იმ შემთხვევაში კეთდება, თუ პირს მოგზაურობის მიზნებისთვის სჭირდება, რომ ვაქცინირებული იყოს „ფაიზერის“ ვაქცინით, ქვეყანა მოითხოვს, ორჯერ იყოთ ვაქცინირებული „ფაიზერით“. ამ შემთხვევაში შეიძლება მოუხდეს მას ოთხჯერ აცრა. ეს „ბუსტერისგან“ განსხვავებულია “, - აღნიშნავს გაბუნია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა